მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გახდა

60abb4ea9f47b
ნათია თაქთაქიშვილი
24.05.21 20:55
11272
ფრანგული კონგლომერატის LVMH-ის (Louis Vuitton Moet Hennessy) მფლობელი და გენერალური დირექტორი ბერნარ არნო Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის სათავეში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბერნარ არნომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს გაუსწრო. არნოს ქონება 186.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯეფ ბეზოსის ქონება კი ამ დროისთვის 186 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, მესამე ადგილზე ილონ მასკია - 147.3 მილიარდი აშშ დოლარით.

მიმდინარე წლის მარტის შემდეგ, არნოს ქონება $76 მილიარდიდან $186.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ბოლო 14 კვირაში 110-მილიარდიანი მატებაა. LVMH-ში შემავალი ბრენდების აქციების ფასმა 0.4%-ით მოიმატა, რამაც ბრენდის საბაზრო კაპიტალიზაცია 320 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა.

Forbes-ი წერს, რომ არნოს ქონების ზრდა კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნების მოხსნას უკავშირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში, LVMH-ის შემოსავალმა 17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები