მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის სტატუსი დაიბრუნა

64789686f04c1
გიორგი თოლორდავა
01.06.23 17:05
1377
192 მილიარდი დოლარი - სწორედ ამდენადაა შეფასებული ილონ მასკის ქონება, რომელმაც დღეს მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის სტატუსი დაიბრუნა.

ამერიკელმა ბიზნესმენმა მოდის ინდუსტრიის ფრანგ მაგნატს 5 მილიარდი დოლარით გადაუსწრო, შედეგად, ბერნარ არნოს ქონება ამჟამად 187 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მასკის აღმასვლაცა და არნოს დაღმასვლაც რეალურად ერთ ქვეყანას უკავშირდება - ჩინეთს. სწორედ ჩინეთია Tesla-სა და LVMH-ის უმსხვილესი სარეალიზაციო ბაზარი, სადაც ელექტრომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, თუმცა ფუფუნების საგნების გაყიდვები მცირდება.

ერთ თვეში Tesla-ს აქციები 26%-ითაა გაზრდილი; LVMH-ის ღირებულება კი საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 7%-ით შემცირდა. სწორედ ამ ცვლილების წყალობით მასკი რეიტინგის სათავეს დაუბრუნდა, არნო კი - ჩამოქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი Tesla Model Y იყო, რომლის 95,000 ერთეული გაიყიდა.

რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, Tesla-ს შეფასება 650 მილიარდ დოლარს შეადგენს; LVMH-ის ღირებულება კი დაახლოებით $433 მილიარდია.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები