მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცუკერბერგი დარწმუნებული არაა, რომ მასკთან ხელჩართული ბრძოლა გაიმართება

ცუკერბერგი vs მასკი

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი დარწმუნებული არ არის, რომ ილონ მასკთან მისი ხელჩართული ბრძოლა რეალურად გაიმართება. მილიარდერი მეწარმის განცხადებით, ის ბრძოლისათვის მზად არის, თუმცა თავად მასკის მხრიდან საჭირო მზაობა არ ჩანს, რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ რინგზე მილიარდერების დაპირისპირება არ შედგება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს უმდიდრეს მეწარმეს საჯარო კომენტარი ჯერაც არ გაუკეთებია. ბოლო ცნობები რაც ვრცელდება ისაა, რომ ილონ მასკმა ფიზიკური მომზადება და ვარჯიში დაიწყო, თუმცა ის რეალურად მიიღებს თუ არა ამ შოუში მონაწილეობას, დანამდვილებით არავინ იცის.

საინტერესოა, რომ ბრძოლასთან დაკავშირებით ინტერესი გამოხატა UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, რომელმაც მილიარდერებს მატჩის ორგანიზება და რინგი შესთავაზა.

მილიარდერების დაპირისპირება ილონ მასკის პოსტით დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ Twitter-ის ანალოგის შექმნით მარკ ცუკერბერგს მსოფლიოს ყველა სოციალური ქსელის გაკონტროლება სურს. ზემოხსენებულ პოსტს ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა, რომელმაც ილონ მასკს უთხრა, რომ ის ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ცუკერბერგი ჯიუ-ჯიცუს ვარჯიშობს და ის საკმაოდ საშიში პიროვნებაა.

ამ კომენტარის საპასუხოდ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის მზადაა, ცუკერბერგს პირდაპირ რინგზე შეებრძოლოს. საპასუხოდ, Meta-ს დირექტორმა მასკის გამოწვევა მიიღო და საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ბრძოლისთვის ნებისმიერ დროს მზად არის. 

ცნობისთვის გეტყვით, რომ Facebook-ის დამფუძნებელი უკვე წლებია ჯიუ-ჯიცუთია დაკავებული და ცუკერბერგს რამდენიმე ტურნირშიც კი აქვს გამარჯვება მოპოვებული. რაც შეეხება, Tesla-ს ხელმძღვანელს, ილონ მასკის ფიზიკური მომზადების შესახებ არაფერია ცნობილი.

ერთი რამ, რაც ყველამ კარგად ვიცით, ეს მათი სიმდიდრის შეფასებაა. ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეა და მისი ქონება 237 მილიარდ დოლარს აღწევს. ცუკერბერგი კი რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს და მისი პორტფელი 114 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

იმ შემთხვევაში თუ ბრძოლა მართლაც შედგება, ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული დაპირისპირება იქნება, რადგან მასკისა და ცუკერბერგის ქონების საერთო შეფასება 351 მილიარდ დოლარს შეადგენს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.