მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკი VS ცუკერბერგი - მილიარდერებმა, შესაძლოა, რინგზე ხელჩართული ბრძოლა მოაწყონ

6493fdffdb991
გიორგი თოლორდავა
22.06.23 11:53
2129
ტექმილიარდერების დაპირისპირებამ, შესაძლოა, ახალ მწვერვალს მიაღწიოს და მსოფლიომ პლანეტის უმდიდრესი მეწარმეების ხელჩართული ბრძოლა იხილოს.

Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი და Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ერთმანეთს ფიზიკურ ბრძოლაში იწვევენ. შედგება თუ არა ისტორიული დაპირისპირება რინგზე, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მილიარდერები თავიანთი სოციალური ქსელების საშუალებით პირობას დებენ, რომ მატჩი აუცილებლად გაიმართება.

მილიარდერების დაპირისპირება ილონ მასკის პოსტით დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ Twitter-ის ანალოგის შექმნით მარკ ცუკერბერგს მსოფლიოს ყველა სოციალური ქსელის გაკონტროლება სურს. „დარწმუნებული ვარ, დედამიწა სულმოუთქმელად ელოდება ცუკერბერგის ერთპიროვნულ კონტროლქვეშ ყოფნას“, - წერდა მასკი.

ზემოხსენებულ პოსტს ერთ-ერთი მომხმარებელი გამოეხმაურა, რომელმაც ილონ მასკს უთხრა, რომ ის ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ცუკერბერგი ჯიუ-ჯიცუს ვარჯიშობს და ის საკმაოდ საშიში პიროვნებაა.

ამ კომენტარის საპასუხოდ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის მზადაა, ცუკერბერგს პირდაპირ რინგზე შეებრძოლოს. საპასუხოდ, Meta-ს დირექტორმა მასკის გამოწვევა მიიღო და საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა „ბრძოლის ადგილი გამომიგზავნე“.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Facebook-ის დამფუძნებელი უკვე წლებია ჯიუ-ჯიცუთია დაკავებული და ცუკერბერგს რამდენიმე ტურნირშიც კი აქვს გამარჯვება მოპოვებული. რაც შეეხება, Tesla-ს ხელმძღვანელს, ილონ მასკის ფიზიკური მომზადების შესახებ არაფერია ცნობილი.

ერთი რამ, რაც ყველამ კარგად ვიცით, ეს მათი სიმდიდრის შეფასებაა. ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეა და მისი ქონება 232 მილიარდ დოლარს აღწევს. ცუკერბერგი კი რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს და მისი პორტფელი 103 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

იმ შემთხვევაში თუ ბრძოლა მართლაც შედგება, ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული დაპირისპირება იქნება, რადგან მასკისა და ცუკერბერგის ქონების საერთო შეფასება 335 მილიარდ დოლარს შეადგენს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.