საქართველოს ეკონომიკა მაქსიმალურად საინტერესოდ რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან დადებითი იყო. „როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინაში არაკანონიერი და არაფრით პროვოცირებული შეჭრისა და კოვიდის კრიზისის ფონზე, გლობალურ ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა შეინიშნება. ამის პარალელურად, საქართველო კვლავ კარგად მიიწევს წინ: ეკონომიკა იზრდება, ხოლო ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოდის და ეს ძალიან დადებითია. თუმცა, არსებული გამოწვევები მიგვითითებს იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს ეკონომიკა მაქსიმალურად საინტერესოდ დარჩეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო ინვესტორთა საბჭოს მხარს ამაყად უჭერს. ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა ინვესტორებსა და მთავრობას პირდაპირი დიალოგისთვის და ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ საქართველო ინვესტორებისთვის საინტერესო ქვეყანად დარჩეს“, - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება