კანადის პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ტყის ხანძრები გაძლიერდა. ხანძრის გამო 35 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ მთავარი მინისტრებისა და მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრა გამართა, სადაც ტყის ხანძრების საკითხზე იმსჯელეს.
მთავრობა შეთანხმდა, რომ „დამატებითი რესურსები“ მიეწოდებინა როგორც ბრიტანეთის კოლუმბიას, ასევე ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიებს.