მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალარინების დაბინძურების გამო, ბრიტანეთის წყლის კომპანიებს წინააღმდეგ $2-მილიარდიანი სასამართლო დავა დაიწყო

წყალარინები

ბრიტანეთის წყალმომარაგების 6 კომპანიას წყალარინების დაზიანების შესახებ არასრული ინფორმაციის გასაჯაროებისა და მილიონობით მომხმარებლისთვის კომუნალური გადასახადის ჯამში 1.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზრდისთვის სასამართლოში უჩივლეს.

კომპანიებს, რომელთა შორისაც ბრიტანეთის უმსხვილესი პროვაიდერი Thames Water-იც ხვდება, ბრალად ინდუსტრიის მარეგულირებლის შეცდომაში შეყვანაა - სარჩელის თანახმად, კომპანიებმა კანალიზაციის დაბინძურების შემთხვევების რეალური ფაქტები დამალეს, რამაც მათ მომხმარებლისთვის გადასახადების გაზრდის საშუალება მისცა. კომპანიები ბრალდებას არ აღიარებენ.

აღნიშნული საქმე პირველი შემთხვევაა გაერთიანებულ სამეფოში, როდესაც სამართალწარმოება გარემოსდაცვითი კონკურენციის შესახებ კანონის ფარგლებში იწარმოება. სახელმწიფომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანეთის წყალგაყვანილობაში ჩამდინარე კანალიზაციამ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.

საქმის წარმოება გარემოსადცვითი საკითხების ექსპერტმა, კეროლინ რობერტსმა დაიწყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ წყალმომარაგების კომპანიები სისტემატურად და მიზანმიმართულად მალავდნენ წყალსადენების დაბინძურების შემთხვევებს. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ყველაზე მეტი, 6 000-მდე შემთხვევა Thames Water-მა დამალა, რომელიც ფინანსურ კრიზისს ებრძვის და ვალის გასასტუმრებლად 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოძიებას ცდილობს.

თავის მხრივ, წყალმომარაგების კომპანიები აცხადებენ, რომ დაბინძურების შესახებ მათ მიერ შევსებული ანგარიშები ლეგალური მოთხოვნის მინიმუმ 99%-ს აკმაყოფილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები