მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი "ლურჯი ეკონომიკის" განვითარებისთვის 3.5 მლრდ ევროს დახარჯავს - Reuters

დაბინძურება

ევროკავშირი ოკეანეების დასაცავად და მდგრადი გარემოსდაცვითი ინიციატივებისთვის მიმდინარე წელს 3.5 მილიარდ ევროს გამოყოფს - ამის შესახებ Reuters-ი EU-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

ინიციატივის ფარგლებში, 40-პუნქტიანი შეთანხმება სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის ოკეანის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას, მდგრად თევზსაჭერებს მშენებლობასა და “ლურჯ ეკონომიკაში” ინვესტირებას ითვალისწინებს - გეგმის შესახებ კი ცნობილი ყოველწლიური “ჩვენი ოკეანის” კონფერენციიდან გახდა, რომელიც გასულ კვირას ათენში გაიმართა და 120 ქვეყნის დელეგატს აერთიანებდა.

ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, 1.9 მილიარდი ევრო კვიპროსში, საბერძნეთში, პოლონეთსა და პორტუგალიაში მდგრადი თევზსაჭერების მოსაწყობად გამოყოს, 980 მილიონი ევრო კი კვიპროსში, ფინეთში, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას მოხმარდება. ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირი “ლურჯი ეკონომიკის” განვითარებაში აფრიკის ქვეყნებსაც დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები