„მსოფლიოში მიდის მსჯელობა, ეს რეციდივია თუ რეინფიცირება“ - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევას შეეხებოდა.
მისი თქმით, კლინიკური ჯგუფი მსგავს დეტალებზე მუშაობას აგრძელებს და თუ საჭირო იქნება, შეიქმნება პროტოკოლები.
„ვიცი, რომ გავიდა სიუჟეტი, სადაც დასახელებული იყო რეინფიცირების შემთხვევა; ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო ჯერ კიდევ მსჯელობს, ეს როგორც რეციდივი ისე აღწერონ თუ როგორც - რეინფიცირება.
ჩვენ ვმუშაობთ, ასევე, პოსტკოვიდურ სინდრომზე. ყველა პაციენტს, ვისაც ასეთი სინდრომი დაუფიქსირდა ყველას გაეწია შესაბამისი მომსახურება. კლინიკური ჯგუფი მუშაობს დეტალებზე, რის შედეგადაც შეიქმნება გარკვეული პროტოკოლი, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიან; ვინაიდან დღესდღეობით პროტოკოლის გარეშე შემთხვევები წარმატებულად იმართება და შეიძლება, მათ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ მსგავსი პროტოკოლის მიღების საჭიროება არ არის, რადგან მსგავსი სინდრომი არამხოლოდ კოვიდის, არამედ სხვა დაავადებების შემთხვევაშიც ხშირად ვლინდება და ჩვენს ექიმებს შეუძლიათ დაავადებების მართვა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?