მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში სურსათის ფასები 10–წლიან მაქსიმუმზეა – გაერო

6184e085d2ce6
თათია კაკიაშვილი
05.11.21 12:00
847
ოქტომბერში პროდუქტებზე მესამედ გაძვირებული ფასების შედეგად, მსოფლიოში სურსათის ფასებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გაერო-ს სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ფასნამატი მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთებზე შეინიშნება. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკვების და სოფლის მეურნეობის სააგენტოს (FAO) სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო ფასებს აკონტროლებს, გასულ თვეში საშუალოდ 133,2 ქულა იყო,ხოლო სექტემბერში ეს მონაცემი - 129,2-ს შეადგენდა. ამასთან, ოქტომბრის მაჩვენებელი 2011 წლის ივლისის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმზეა: წლიური მონაცემებით, ოქტომბერში ინდექსი 31.3%-ით გაიზარდა.

FAO-ს ანგარიშის მიხედვით, ფასების ასეთი მკვეთრი მატების მთავარი მიზეზი კორონავირუსული პანდემია, მოსავლის შემცირება, მიწოდების ინდუსტრიის პრობლემები და ძლიერი მოთხოვნაა.