მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს - რთველის სუბსიდია 60 მილიონი ლარია

64a568e29219b
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.23 17:28
1360
2023 წლის რთველის სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მთავრობა მორიგი სუბსიდირების პროგრამის დასაწყებად ემზადება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი 60 მილიონი ლარის შესყიდვაზე, რომლითაც რთველის განმავლობაში 60-70 ათასი ტონა ყურძნის შესყიდვა არის დაგეგმილი.

“შპს "მოსავლის მართვის კომპანიას“ მიერ წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ 60-70 ათასი ტონა ყურძნის მიღება-გადამუშავება ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართვლოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას.

მოცემული ღონისძიების ფარგლებში მთავარი შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი და შესყიდული ყურძნის რაოდენობაზეა დამოკიდებული ასევე მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების, ასევე მომსახურებების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის და საბანკო მომსახურების) შესყიდვების რაოდენობებისა და მოცულობების განსაზღვრა,”- ნათქვამია გამარტივებული შესყიდვის განაცხადში.

სუბსიდირების არსებული პროგრამით, სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრულ ფასად ყიდულობს ბაზარზე არსებულ ჭარბ მოსავალს, რათა “ჩაუბარებერებლი ყურძენი” არ დარჩეს და ამასთან, ყურძნის ფასი არ დაეცეს. შესყიდული ყურძნით მთავრობის მიერ დაკონტრაქტებული კომპანიები სპირტს ხდიან, რაც შემდგომ საბითუმო ბაზარზე იყიდება.

თანხობრივად წელს სუბსიდირების ბიუჯეტი შემცირებულია. 2022 წელს მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო, წელს კი ის 67 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა დამატებითი სუბსიდიის საჭიროებას დაინახავს, აღნიშნული ბიუჯეტი რთველის მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები