ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს, ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1 ივნისი განისაზღვროს.
საქმე იმაშია, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონი ძალაში 2020 წლია 1 იანვარს უნდა შესულიყო.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ დღეს პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა და ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით რამდენიმე მიზეზი დაასახელა.
„გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად გადაიდო კანონპროექტის განხილვები და არ იქნა გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტში, შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოსარ გააჩნია ბიუჯეტი, რომ ამ კანონის აღსრულება დაიწყოს. გამოწვევად რჩება ასევე ის ახალი სამსახური, რომელიც დეპარტამენტის სახით უნდა შეიქმნას, რომელიც განახორციელებს მსგავს მოკვლევას, გამოძიებას და შესაბამისი დასკვნების დადებას. ამისთვის საჭიროა, ახალი პერსონალის აყვანა, მათი დატრენინგება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ასევე, კანონპროექტით წარმოდგენილია, რომ წესი და პროცედურები განცხადების წარდგენის გარკვეულწილად საჭიროებს გარდამავალ პერიოდს. სწორედ ამ მიზეზების გამო, გთავაზობთ, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 1 ივნისი“, - განაცხადა არველაძემ.
თავის მხრივ, სამინისტროს მოთხოვნას კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ უპასუხა: „ჩვენც არაერთხელ გადავდეთ ამ საკითხის განხილვა, ხან მომხსენებელი არ იყო, ხან სხვადასხვა მიზეზი არსებობდა“.
შეგახსენებთ: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტისთვის მხარდაჭერის მიღებას ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტში უკვე არაერთი წელია ცდილობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი