მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღგ-ის ახალ რეფორმას გეგმავს

5e3838efe58a4
დავით ჯალაღონია
04.02.20 10:15
2818
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტში, მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში შესატანილი ცვლილებების განხილვა დაიწყება, რომელიც ძირითადად დამატებული ღირებულების გადასახადს შეეხება.

"საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები იქნება, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. ეს ეხება უპირველეს ყოვლისა, დღგ-ის მიმართულებას. მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ დაახლოებით, მარტში შემოვა კანონპროექტი და ეს იქნება მნიშვნელოვანი პაკეტი, საკმაოდ კომპლექსური, როგორც გადახდის გამარტივების კუთხით, ასევე - საკმაოდ ინვენტარიზებული დახასიათება იქნება დღგ-ის თვალსაზრისით", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძე.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, კანონმდებლებმა კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.