მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გომი-საჩხერე-ჭიათურის ავტომაგისტრალის რეაბილიტაციაზე 36 მილიონს დახარჯავს

625eb0971c831
BM.GE
20.04.22 09:35
995
გამოქვეყნდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერი, რომელიც გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის 84-107-ე კილომეტრების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35,687,648 ლარს შეადგენს. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დამდასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც აჩვენებს, რომ მას 2017 წლის შემდეგ შესრულებული აქვს ანალოგიური მასშტაბის და სირთულის სულ მცირე ერთი პროექტი.

“ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთი მშენებლობის; ან/და რეკონსტრუქციის; ან/და მოდერნიზაციის; ან/და რეაბილიტაციის; ან/და პერიოდული შეკეთების; ან/და სტიქიის სალიკვიდაციო; ან/და პრევენციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს გზის სამოსის მოწყობას,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

ტენდერში წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყო და 18 მაისს დასრულდება.