მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იმ ობიექტების სიას დააზუსტებს, რომელთა მუშაობა შეიზღუდება

5e74e81c8a377
დავით ჯალაღონია
20.03.20 19:57
1394
მთავრობა იმ ობიექტების სიას დააზუსტებს, რომელთა მუშაობაც შეიზღუდება – ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ იმას, რომ აუცილებელია გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. მოგეხსენებათ, გუშინ გაიცა მთავრობიდან რეკომენდაცია

„შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე ეკონომიკაზე გავლენა კიდევ უფრო დიდი იქნება, ამიტომ აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რათა ძალიან სწრაფად შევამციროთ შესაძლო რისკები.

ჩვენ შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, ასევე მუშაობას განაგრძობენ ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები და ამასთან ერთად, საფოსტო ოფისები და ის ორგანიზაციები, რომელთა ფუნქციონირება აუცილებლია ჩვენი ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის. სიას ვაზუსტებთ და ეს სია კიდევ გამოქვეყნდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აქვე, ვიცე–პრემიერმა აღნიშნა, რომ საცალო ობიექტების მუშაობა დისტანციურ რეჟიმში დასაშვებია, ანუ ადგილზე მიტანის სერვისი.