მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მძიმე ვითარება და მძიმე სამუშაო პირობებია“ - ირაკლი ქარსელაძე სალიკვიდაციო სამუშაოებზე

სტიქია რაჭაში

რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება, აცხადებს, რომ გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე ჩამოწოლილი ლაფის დიდი მასა აფერხებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა პერიოდში გაიწმინდება ტერიტორია, ირაკლი ქარსელაძე ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში მომუშავეებს, პრაქტიკაში ასეთი მასშტაბის და ასეთი სირთულის სამუშაო პირობები არ ჰქონიათ, თუმცა მიუხედავად ამისა, თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერი მობილიზებულია და კეთდება. 

„ძალიან მძიმე ვითარება და მძიმე სამუშაო პირობებია. რეალურად, ძალიან დიდი მასა, რომელიც ტერიტორიაზეა განფენილი დამუშავებას რთულად ექვემდებარება. ამ ყველაფერს ამძაფრებს ის გარემოება, რომ სამუშაოები მაქსიმალური სიფრთხილით მაშველების ზედამხედველობითა და მითითებით ხდება. ჩართულია ჯარი, ცოცხალი ძალა და ტექნიკა. გუშინ მოვახერხეთ 5 ერთეული მაღალწონიანი ექსკავატორის გადაყვანა, დღეს კი მოვაწყვეთ მდინარეზე გადასასვლელი გზა, რამაც საშუალება მოგვცა 17 ერთეული ტექნიკა გადაგვეყვანა სტიქიის ეპიცენტრთან. 

მთავარი აქცენტი გაკეთებულია კოტეჯების მიმართულებით, სადაც ცხედრების აღმოჩენის არეალია, თუმცა ამავე დროს ეწყობა ერთი შემოვლითი გზა ტყიდან, რომ პერიმეტრს მეორე მხრიდან მივუდგეთ. ასევე მიმდინარეობს სასტუმროს შიდა გზის გაწმენდა. დავიწყეთ და ძალიან მალე დავდებთ მთავარ დროებით ხიდს, რომელიც ყველანაირი ტრანსპორტის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. ტექნიკა საათობრივად ემატება, რათა მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის მოვიცვათ. მესამე ფრონტი იქნება მას მერე, რაც უკვე ხიდი დამონტაჟდება. ფაქტობრივად, ვცდილობთ, რომ მთელი პერიმეტრი მოვიცვათ შეძლებისდაგვარად, წინა მხარეზეა საუბარი და გარდა ამისა, დავამატოთ ორი შესაძლო ფრონტი“, - განაცხადა ქარსელაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები