მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა კორონავირუსის გამო შეცვლილი ბიუჯეტის პროექტს მაისში წარმოადგენს

5e9455f92d007
დავით ჯალაღონია
13.04.20 16:08
1017
კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებულ ვერსიას პარლამენტში მაისში წარადგენს. ამის შესახებ კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

ამასთან, კოვზანაძემ იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა, რაც ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, კრიზისის გამო, შესაცვლელი იქნება.

"რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ეს მაჩვენებელი დაგეგმილი გვაქვს 2.5%-ით და ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსებას მივიღებთ, ეს დეფიციტი ჯერადად გაიზრდება. 

ასევე, მოგეხსენებათ, ჩვენს საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შევა და აქედან გამომდინარე, არათუ ზრდა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი გვქონდა, 4.5%, არამედ გვექნება უარყოფითი, -4%, -5%-ის ფარგლებში, თუმცა ეს ციფრები იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ჩვენ ველოდებით, რომ ფინანსთა სამინისტრო შემოიტანს მაისში", - განაცხადა კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძე: ვფიქრობთ, -4%, -5%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნება