მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს“ - ამირან გამყრელიძე

623c3903d626f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.22 13:23
1050
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის წახალისებისათვის გასატარებელ ღონისძიებებს შეეხებოდა.

ამირან გამყრელიძემ ახალი გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა: „არის ვაქცინაციის ახალი გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე დაამტკიცებს. მასში მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. მონეტარული წახალისება გრძელდება და ისევ და ისევ ფართო რაც შეიძლება მედია და საკომუნიკაციო კამპანია“.