მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა "დონაში", "ოაზისში" ან "მრავალჟამიერში" ნამყოფ მოქალაქეებს მიმართავს

5f5895f045a6f
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.20 12:42
2118
საქართველოს მთავრობა მიმართავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ ობიექტებზე, რომლებიც COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელების წერტილებად იქცა. შესაბამისი სმს გზავნილები დღეს ათასობით მოქალაქემ მიიღო. დღესვე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ ქვეყანაში ქორწილებისა და ქელეხების გადახდა კვლავ აიკრძალოს.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგზავნილ შეტყობინებაში წერია:

"თუ 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდით ბათუმის კაფე/საკონდიტრო "დონაში", 30-31 აგვისტოს კი სასტუმრო "ოაზისში" ან 29 აგვისტოს ქორწილში რესტორან "მრავალჟამიერში", გთხოვთ, ჩაიტაროთ COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირება უახლოეს სადიაგნოსტიკო ცენტრში. ცენტრის მისამართები იხილეთ ბმულზე, ან დარეკეთ 112-ზე; 15 05-ზე, 116 001-ზე StopCov.ge"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 1324 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 19-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.