მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, შეიქმნა 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი“

649eb713b9e51
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.23 15:13
438
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხდებით, მნიშვნელოვანი რეფორმა - მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ მან პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება. ეს არის მიწის სისტემური რეგისტრაცია, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აქაც შეიქმნა 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, დავატრენინგეთ ახალგაზრდები და ძალიან ინტენსიურ სამუშაოები მიმდინარეობს.

მობილური იუსტიციის სახლის 470-ზე მეტი სერვისი უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ასევე ძალიან მალე იქნება დასრულებული შესაბამისი აპლიკაცია, რათა ყველა ეს სერვისი მოქალაქეებმა მიიღონ ონლაინ. ასევე ვმუშაობთ ახალი ეროვნული პასპორტების განახლებაზე. ჩვენი სურვილია, რომ 2024 წელოს გვქონდეს ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების პასპორტი, არსებული უკვე არის მოძველებული“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები