მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 40 მილიონის დავალიანებას უნულებს - პრემიერის გადაწყვეტილება

ამილახვარი

საქართველოს მთავრობა 30 000-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მლნ ლარის დავალიანებას გაუნულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების და ფინანსთა მინისტრებს აღნიშნული საკითხის უმოკლეს დროში მოგვარება დაავალა, რათა სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელება შეძლონ.

„მინდა შევეხო პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს, ეს სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. ეს ინფორმაცია მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია, დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვთ შეჩერებული გაუნულდებათ დავალიანება და მათ, სურვილის შემთხვევაში სტატუსის აღდგენა და თავის უნივერსიტეტებში სწავლების გაგრძელება შეეძლებათ.

ეს დაახლოებით 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლების და ფინანსთა მინისტრებს დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება ამ ფინანსური დავალიანების შემდეგ კვლავაც შეძლონ სწავლის გაგრძელება“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები