მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2012 წელს დავნერგეთ ახალი მიდგომა - ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვეძახით” - ღარიბაშვილი

6475b18297282
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.23 12:36
976
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალი მიდგომა დაინერგა, რომელსაც მმართველ გუნდში სტრატეგიულ მოთმინებას ეძახიან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს და მშვიდობა და სტაბილურობა აქვს. ამის შესახებ მან ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას ისაუბრა.

„2012 წელს ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა - ჩვენ მას სტრატეგიული მოთმინებას ვეძახით. საქართველოს რუსეთთან 600 კმ-ის უშუალო საზღვარი აქვს, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი უერთდება ერთმანეთს და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას უშველებელი რისკების წინაშე აყენებს, საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფას.

თანამედროვე ისტორიაში, როდესაც 90-იან წლებში დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, ჩვენი მთავრობის არსებობა ერთადერთი პერიოდია, როცა ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს, სხვა მთავრობის პირობებში 90-იანი წლებიდან მოყოლებული ომი და ესკალაცია გვქონდა. ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა და ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს. თან ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლა გაგვაჩნია, ევროპული პერსპექტივა მივიღეთ - ეს კარგი გამოცდილება და მაგალითია, ჩვენ კარგ პრეცენდენტს ვქმნით და ნავიგაციას ვახდენთ ამ ტურბულენტურ გარემოში, როგორ გადავრჩეთ, არ ვართ არც NATO-ს წევრი, თუმცა გვინდა რომ ვიყოთ, არ ვართ ევროკავშირის წევრი... მაგრამ ნავიგაციას ვცდილობთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები