მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვის რეკომენდაციას არ იძლევა

5e74e7c1bc0e0
თელარა გელანტია
20.03.20 19:55
13452
„სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ ვიძლევით”, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს შეფერხება სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ნაწილში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც უზრუნველყოფს მუშაობას ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პრცესშია ჩართული. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის არის მნიშველოვანი, იმ ადამიანებისთვისაც არის მნიშვნელოვანი, ვინც დასაქმებულია.

ჩვენ სამშენებლო სამუშაოების შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ ვიძლევით, რადგან ექიმებთან და ეპიდემოლოგებთან კონსულტაცია გვაქვს და ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ამ სფეროში ვირუსის გადაცემის რისკები არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე - სხვაგან, რადგან სამუშაოები მიმდინარეობს ღია სივრცეში და გვაქვს საშუალება, რომ ამ სფეროს მივცეთ ფუნქციონირების საშუალება“, - განაცხადა მინისტრმა.