მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობა Wizz Air-ს ფრენების უფლებას არ აძლევს“ - გიორგი კანდელაკი

5f0ebab261c63
BM.GE
15.07.20 12:11
974
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, დაახლოებით ათი დღის წინ გამართულ „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ საბჭოზე, სადაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს, ქვეყანაში შემოსვლა-გასვლის მაქსიმალურად გართულება გადაწყდა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ამ სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაინც დაუწესდეთ კარანტინის მოთხოვნა, მაშინაც კი თუკი ისინი ბოლო ორი კვირის განმავლობაშო ხუთ „გამწვანებულ“ ქვეყანაში იმყოფებოდნენ; გარდა ამისა, ამავე სხდომაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს საზღვრები არ გაიხსნას ტურიზმისთვის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც პოლონეთია.

„რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამინისტრომ ავიაკომპანია ვიზეარს - რომლის ამუშავებას იმედის თვალით შეყურებს ათასობით ჩვენი ბიზნესი და ტურიზმზე დამოკიდებული ადამიანი განსაკუთრებით ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოში - არაოფიციალურად განუცხადა რომ ის არჩევნებამდე ვერ იფრენს გერმანიასა და საფრანგეთში, ბალტიის ქვეყნებზე კი პასუხს ჯერაც არ აძლევენ. მთავრობის სურვილია რომ ჩვენი ტურიზმისსა და ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა როგორიც ვიზეარია არჩევნებამდე რეგულარული რეისები საერთოდ არ შეასრულოს. მთავრობა გვიმტკიცებს, რომ გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იღებენ. სინამდვილეში, მათი გადაწყვეტილებები მთლიანად პოლიტიკურია, რაც შიმშილისთვის წირავს ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს,“ - განაცხადა კანდელაკმა.

„სტუდენტები რომლებსაც აქვთ გერმანიაში მოკლევადიანი სამუშაო კონტრაქტები სწორედ ვიზეარის დე ფაქტო აკრძალვის გამო ზარალდებიან,“ - დასძინა მან.

გარდა ამისა, კანდელაკის ინფორმაციით, ავიაკომპანია „ეარ ბალტიკს“ სურს, რიგაში კვირაში სამი რეისის შესრულება, ეკონომიკს სამინისტრო კი ამჟამინდელი მდგომარეობით მხოლოდ ერთს თანხმდება.

„მოგეხსენებათ, რომ ავიაკომპანების ეკონომიკაში ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორი ფრენების სიხშირეა. არსებული აბსურდული და ბრიყვული შეზღუდვების შედეგად მივიღებთ რეალობას როცა გვექნება ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენა, საქართველოს მოქალაქეები კი ვერც ქვეყნიდან გასვლას შეძლებენ და დე ფაქტო ვერც შემოსვლას მათთვის გადაადგილების შესაზღუდად აღმართული დისკრიმინაციული ბარიერების გამო,“ - განაცხადა კანდელაკმა.