მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 50 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო

5faa5c1ff274f
თელარა გელანტია
10.11.20 13:22
1271
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 80 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.130%-ით, მაქსიმალური - 8.170%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.152%-ით განისაზღვრა.