მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის საქართველოში ყოფნა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება მნიშვნელოვანია - თურნავა

64945c98e7f85
თამთა ჯიჯავაძე
22.06.23 18:41
473
სტატიაში საუბარია:
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდთან ძლიერი ეფექტიანი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს, - ამის შესახებ ნათია თურნავამ სებ-ში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. მისივე თქმით, IMF-ის საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანია.

„ცალკე მინდა ვახსენო საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მასთან თანამშრომლობა. ჩვენთვის - ქვეყნისა და ეროვნული ბანკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდთან ძლიერი ეფექტური მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან IMF არის საქართველოს და ეროვნული ბანკის გამოცდილი პარტნიორი. მისი საქართველოში ყოფნა და ჩვენთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბევრი სხვადასხვა რისკის, გამოწვევის, გარერისკის, გაურკვევლობის ფონზე, იგივე რეფორმების განხორციელებისთვის, უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის ჩვენს საბანკო სისტემაში... აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეაფერხებს თუ არა სებ-ის კანონში ცვლილებები IMF-ის პროგრამას? - ფონდში კომენტარს არ აკეთებენ

გარდა ამისა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და სებ-ის უკვე პირველმა ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი სხვა საერთაშორისო პარტნიორებთანაც გააგრძელებს თანამშრომლობას.

„ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის საბანკო დაწესებულებასთან ყველა მიმართულებით. ეს იქნება რეფორმები, რომლებიც მათი დახმარებით ტარდება და დაწყებულია. მათ შორის ევროს ერთიანი გადახდის არეალზე მიერთება, რომელიც გასულ წელს ეროვნული ბანკის მიერ იყო დაინიცირებული და ჩვენ ამ პროცესს წარმატებით დავასრულებთ. და რასაკვირველია ვითანამშრომლებთ და გავაგრძელებთ განუხრელად ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას, რაც შემოღებული იყო აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის აგრესიის, რუსეთ-უკრაინას პირველივე დღიდან. ჩვენი საბანკო სისტემა იცავს ამ შეზღუდვებს, ეროვნული ბანკი ყოველთვის ახორციელებდა მონიტორინგს და ჩვენ ამ კუთხით ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ“, - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები