მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ დღეს 100-მილიონიანი შიდა ვალი აიღო

63735d1fdcb7a
BM.GE
15.11.22 13:41
458
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგი აუქციონი გამართა და ბაზარზე 10-წლიანი ვადიანობის 100 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდი განათავსა. 

"2022 წლის 15 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 233 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.990 პროცენტით, მაქსიმალური 9.099 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.014 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2022 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.