მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ, დროებით, AirBaltic-ს თბილისი-რიგას შორის კვირაში ერთი რეისის უფლება მისცა

5f1ffe4173021
თელარა გელანტია
28.07.20 14:25
1714
საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულის თაობაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია „airBaltic“-ს შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.

ირკვევა, რომ 20 აგვისტომდე AirBaltic-ი თბილისი-რიგას შორის რეგულარულ ავიარეისებს კვირაში ერთხელ შეასრულებს. 

„ამით, როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი კოვიდ-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში უკვე ორი ფრენა შესრულდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენებიც უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

როგორც ცნობილია, აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდება მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით, რომელთაც, შესაბამისად, „ლუფტჰანზა“, „ეარ ფრანსი“ და „ეარ ბალტიკი“ შეასრულებენ.