მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებს სებ–ი“ – ბიზნესმენი IMF-ის დუმილზე

6495d78b41ed8
ელენე კვანჭილაშვილი
24.06.23 00:30
515
სტატიაში საუბარია:
„ყველაფერი დამოუკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ეროვნული ბანკი“ – ასე უპასუხა ბიზნესმენმა თამაზ დაუშვილმა ‘ანალიტიკა’–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას – IMF-ი ჯერ–ჯერობით დუმს.

როგორ თარგმნის ბიზნესი ამ დუმილს და რა გავლენა ექნება მასზე ფონდის პროგრამის სავარაუდო შეჩერებას, რაც სულ მცირე ქვეყნის სუვერენული რეიტინგის მკვეთრად გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს?

ბიზნესმენს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები „კარგად არ გამოიყურება“, ეს ყველაფერი იმდენად პრობლემურად შეიძლება აღარ გამოჩნდეს, თუ ეროვნული ბანკი საქმიანობას საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს.

„ეს ყველაფერი შეიძლება იმდენად პრობლემურად აღარ გამოჩნდეს, თუ ეროვნული ბანკი იქნება მობილიზებული და გააგრძელებს ზრუნვას ლარის სტაბილურობაზე და ინფლაციასთან მიმართებით იქნება უფრო ეფექტური. წინა პრეზიდენტის დროს, ეროვნულ ბანკს საკმაოდ მაღალი შეფასებები ჰქონდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ იმუშავებს ეროვნული ბანკი მომავალში. თუ ეროვნული ბანკი იქნება ეფექტური, ბუნებრივია, ამ პროცესის თანმდევი ხარვეზები შეიძლება აღარ იყოს ისეთი დამაზიანებელი, როგორც ახლა გამოიყურება“ – აცხადებს თამაზ დაუშვილი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა 22 ივნისს აირჩიეს. ეს თანამდებობა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა, არჩილ მესტვირიშვილს ეკავა.

თუმცა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შემოვიდა ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები