მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოორდინაცია საჭიროა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტირებული, რომ სებ–ი იქნება დამოუკიდებელი“ – ბიზნესმენი

6495b4b3aa4ea
ელენე კვანჭილაშვილი
23.06.23 19:15
539
სტატიაში საუბარია:
„ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ საბოლოოდ ეროვნული ბანკის ფუნქციონირება გაგრძელდება ისევ ისე ეფექტურად, როგორც აქამდე იყო – მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შენიშვნები ყოველთვის არსებობდა,“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თამაზ დაუშვილმა ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ბიზნესმენის თქმით, ბუნებრივია, რომ სებ–ი დამოუკიდებელი უნდა იყოს თავის გადაწყვეტილებებში, თუმცა, მთავრობის წარმომადგენლებთან გარკვეული კოორდინაცია მაინც საჭიროა. „საქმე ეხება ქვეყნის ეკონომიკას და ფულად–საკრედიტო პოლიტიკა ასევე დიდ როლს თამაშობს ეკონომიკაში, როგორც ფისკალური პოლიტიკა.

კოორდინაცია საჭიროა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ გარანტირებულები, რომ სებ–ის ჩვენს ქვეყანაში იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი“ – ამბობს თამაზ დაუშვილი.

‘ანალიტიკა’–ს ავტორისა და წამყვანის კითხვაზე – ნათია თურნავას აქცენტიც სწორედ ეს იყო, რომ მთავრობასთან მისი კოორდინაციის უნარი მისი მართვის კონკურენტული უპირატესობა იქნება და რატომ გახდა ამის ხაზგასმა საჭირო: აქამდე ბიზნესი სებ–სა და მთავრობას შორის კოორდინაციის ნაკლებობას ამჩნევდა? – თამაზ დაუშვილმა თქვა, რომ კოორდინაციის პრობლემა აქამდეც არ არსებობდა. მეტიც, ბიზნესმენმა სებ–ისგან, ზოგადად, დამოუკიდებლობის უფრო მაღალი სტანდარტიც მოითხოვა.

„ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ბანკის უფრო მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობის სხვა პრაქტიკა – ამბობს თამაზ დაუშვილი ‘ანალიტიკა’–სთან –ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ყოველთვის იყო, ჩემი აზრით, გარკვეულწილად ლოიალური ყველა მთავრობის დროს. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა კიდევ უფრო უკეთესი ხარისხი და კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი – ეს ალბათ მთლიანად ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზეა დამოკიდებული“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა 22 ივნისს აირჩიეს. ეს თანამდებობა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა, არჩილ მესტვირიშვილს ეკავა.

თუმცა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შემოვიდა ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები