მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თურნავა წავიდა რისკზე, რომელიც უღირს“ – გია ჯანდიერი

გია ჯანდიერი

„მხარს ასეთ გადაწყვეტილებას თუ დაუჭერ, მომავალში შენი კარიერა დასრულდება“ – ამის შესახებ გია ჯანდიერმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

დღევანდელი პირდაპირი ეთერი სებ–ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილების ანალიზს დაეთმო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია გავრცელდება მხოლოდ მაშინ, თუკი მის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებმა თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება ნათია თურნავამ ერთპიროვნულად, მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო, რის უფლებაც მას კანონით ჰქონდა. ამის მიუხედავად, სამივე ვიცე–პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ; ასევე, სებ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ თანამდებობები დატოვეს. ამ ეტაპზე საბჭოში რჩებიან ეკატერინე გალდავა, ეკატერინე მიქაბაძე და რობერტ სინგლეტერი.

-რამდენად დამაჯერებელია ნათია თურნავას განცხადება, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდა წესი?

-კონსტიტუციის განმარტების უფლება, ცხადია, სებ–ს არ აქვს. პირველი, რაც მას უნდა გაეკეთებინა, მიემართა შესაბამისი უწყებებისთვის რომ მათ განემარტათ, წესის არქონა ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას. მეორე გზა ის შეიძლება ყოფილიყო, რომ ვისი კონსტიტუციური უფლებებიც დაირღვა, თავად მას მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ან პარლამენტისთვის.

-სხვა ყველა შემთხვევაში ხომ ასე მოხდებოდა?

-სებ–ი სხვა გზით წავიდა. ცხადია იმიტომ, რომ მიიღეს შესაბამისი სიგნალი და ინსტრუქციები. თვითონ სებ–ის ქცევაც და ვიცე–პრეზიდენტების გადადგომაც მიანიშნებს იმაზე, რომ მათაც ჩათვალეს, ეს ყველაფერი გაცილებით აღემატებოდა იმ დისკრეციულ უფლებებს, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს გააჩნია და არა – მის პრეზიდენტს. ეს ადამიანები, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად გაუფრთხილდნენ მომავალ კარიერას. მხარს ასეთ გადაწყვეტილებას თუ დაუჭერ, შენი კარიერა დასრულდება. არც ბიზნესში, არც საერთაშორისო ორგანიზაციებში შენი ადგილი აღარ იქნება. ამ ადამიანებმაც იციან, რომ სებ–ის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო დღის წესრიგს.

-ნათია თურნავამ ეს არ იცის?

-რა თქმა უნდა, იცის – შეიძლება, ჩემზე უკეთაც იცის. მაგრამ ის ახლა წავიდა რისკზე, რომელიც უღირს. უღირს და ასეთ რისკზე მიდის. მეორე მხრივ, სებ–მა რისკის ქვეშ დააყენა მთელი ქვეყანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები