მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა

5f4cdfa385152
BM.GE
31.08.20 15:29
3390
მთავრობამ ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი ეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, მაგრამ პირველ რიგში, სასტუმროებს, რომელთა ბრუნვებიც 20 მლნ-მდეა.

„ქობულეთი, უკვე, სადღაც მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა, როგორც ელიტური კურორტული ზონა, ქალაქი. რა თქმა უნდა, ახლა ტურიზმის გარეშე ქობულეთი წარმოუდგენელია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

სამწუხაროდ, წელს გლობალური პანდემიის გამო დავზარდალდით ყველანი, ქვეყანაც და აჭარაც, პირველ რიგში ქობულეთიც, თუმცა ჩვენ, რითაც შეგვეძლო, სწრაფად დავუდექით გვერდით განსაკუთრებით ტურისტულ და სასტუმრო ბიზნესს.

აქამდე არ მითქვამს აჭარაში, რადგან აჭარის ფარგლებშიც ქობულეთი ალბათ ყველაზე უფრო დაზარალდა, აქედან ვიტყვი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით.

ეს ეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში, სასტუმროებს, რომელთა ბრუნვებიც არის 20 მლნ-მდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2-3 ოთახს საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ და აქაც მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ გუშინ, გუშინწინ გვქონდა საუბრები რეგულატორთან, ცალკეულ ბანკებთან და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე”, - განაცხადა პრემიერმა.