მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

5dc1117f2ad73
თელარა გელანტია
05.11.19 10:01
2343
მთავრობის საპარლამენტო მდივნად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე  ბექა დოჭვირი დაინიშნა.

2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე ბექა დოჭვირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

ასევე, 2015- 2016 წლებში, ბექა დოჭვირი ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა; 2013 წლის აპრილიდან კი -  ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

2009-2013 წლებში ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.