მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ეკონომიკურ გეგმაში აგროპროგრამების დაფინანსების ზრდა გათვალისწინებულია - მინისტრი

5ea16a4808df6
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.20 14:19
928
ეკონომიკური დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია არსებული პროგრამების გაზრდილი დაფინანსება, რომლებითაც ჩვენი ფერმერები სარგებლობენ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ- შეიქმნება თუ არა პროგრამები სოფლის მეურნეობაში მოქმედი პირებისთვის.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს 10-მდე მოქმედი პროგრამა აქვს სოფლის მეურნეობის დარგში, რომლითაც ფერმერები სარგებლობენ და რომლებიც არ შეჩერებულა.

„სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა. ის პირდაპირ უკავშირდება მიწასთან უერთიერთობას. ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს, იმიტომ რომ ის უკავშირდება საგაზაფხულო სამუშაოებს და ამას კლიმატური პირობები განაპირობებს, ამიტომ სახელმწიფოს მიერ ფერმერების დახმარების არც ერთი პროგრამა არ შეჩერებულა, არც დაფინანსება შემცირებულა, პირიქით ეკონომიკური დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება იმ არსებული პროგრამების, რომლითაც ჩვენი ფერმერები სარგებლობენ, ან ნებისმიერ დაინტერესებულს, რომელიც ახლა უბრუნდება სოფელს და აქვს ინტერესი რომ ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში, შეუძლია, ჩაერთოს და ამ პროგრამებით ისარგებლოს. ასეთი პროგრამა არის 10-ზე მეტი და მათ შესახებ სხვადასხვა ფორმატში ჩვენ კიდევ მივაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას“, - განაცხადა დავითაშვილმა.