მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პრაქტიკულ შედეგს მალე ვნახავთ“ – ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის პრაქტიკულ შედეგს მალე ვნახავთ,“ – ამის შესახებ მის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ფრიდონ ინჯიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს შეეხებოდა.

„მკაფიო კრიტერიუმების არსებობა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს ამა თუ იმ პარტნიორს სტრატეგიული და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ურთიერთობა გადასული სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე, ეს ალბათ ჩამოსაყალიბებელია. ეს უფრო მეტი ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის მიხედვით იზომება, თუმცა რამდენია მეტი ალბათ, ეს დასაფიქსირებელია.

ხოლო, რაც შეეხება ჩინეთთან მიღწეულ შეთანხმებას, ეს დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეტალურად გაწერილ მიმართულებებს გულისხმობს, სადაც ორმა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს და ამის პრაქტიკულ შედეგს მალე ვნახავთ. მაგალითად, დაიწყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში თანამშრომლობის შეფასება და ამაზე უკვე მემორანდუმი გვაქვს. ვფიქრობ, ამას მოჰყვება სხვადასხვა დარგი, სადაც ჩინეთთან ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები