მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ინფორმაციით, წელს მათ პრივატიზების გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს

5de0d664bf9d7
BM.GE
29.11.19 11:24
707
დღეს ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღა დაანონსა. 117 ობიექტის გაყიდვით ეკონომიკის სამინისტრო 150 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს.

ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე, ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კიკნაძემ განაცხადა, რომ პრივატიზების 70,000,000-ლარიანი გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული და მისი მოცულობა წლის ბოლომდე შესაძლოა, 100 მილიონ ლარამდეც გაიზარდოს.

“2019 წელს, პრივატიზების გეგმა შეადგენდა 70,000,000 ლარს. მინდა გითხრათ რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, უკვე მობილიზებული გვაქვს 88,847,000 ლარზე მეტი. წლის ბოლომდე ვიცით, რომ გაყიდვებს დავასრულებთ 100,000,000 ლარზე მეტით.

ამ თანხაში 64,000,000 ლარზე მეტი არის რეგიონების წვლილი, დასაქმების მაჩვენებელი კი არის 1,800 ადამიანი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგი, რაც გვაქვს ელექტრონული აუქციონების მიმართულებით, დღეის მდგომარეობით გამოცხადებული გვაქვს 1,600-ზე მეტი აუქციონი, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებელს უკვე 20%-ით აღემატება,”- განაცხადა ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.