მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთაწმინდა-რუსთაველის 50-მილიონიანი საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება

6183e195dfb2f
BM.GE
04.11.21 17:35
981
თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მისი თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და საბაგიროს მშენებლობა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის განხორციელება 50 მილიონი ლარი ჯდება და ის თითქმის 9 წლის წინ დაიწყო, თუმცა მისი განვითარება განსაკუთრებულად ნელი ტემპებით წარიმართა. ამჟამად, მერიის ინფორმაციით, საბაგიროს გახსნა ერთი წლის ვადაში უნდა მოხდეს.

„დაახლოებით, ერთი თვეა, სამუშაოები მიმდინარეობს. მეამაყება, რომ თბილისში ეს საბაგირო აღდგება. ის შენობა-ნაგებობა, მიმღებ-გამშვები პუნქტი, რომელიც ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, აღდგება, მოწესრიგდება, პირვანდელი სახე და ავთენტურობა მაქსიმალურად იქნება დაცული. ძალიან კარგი პროექტია და დარწმუნებული ვარ, დასრულების შემდეგ ბევრი თბილისელი და დედაქალაქის სტუმარი ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი მოიცავს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრული რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები