მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პირველი ნაწილი დასრულდა - რა გაკეთდა?

642ff0adcc56a
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.23 14:32
1187
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც კახა კალაძემ პროექტის ფარგლებში შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოების გაცნობისას განაცხადა, აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის იერსახის უცვლელად განახლდა.

„დავასრულეთ ფილარმონიის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. აღნიშნული სივრცე იყო მთლიანად ამორტიზებული - დამტვრეული ფილები, მოშლილი სადრენაჟო სისტემა, ქვემოთ არსებულ ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადიოდა. ეს ყველაფერი მოწესრიგდა. თქვენ იცით, რომ აღნიშნული სივრცე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და რა თქმა უნდა, პირვანდელი სახით აღდგა. სამუშაოების მეორე ეტაპზე განხორციელდება შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, „მუზის“ ქანდაკებაც რეაბილიტირდება და გაიწმინდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, ე.წ. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა; მოეწყო ჰიდროიზოლაცია, რათა უხვი ნალექის დროს სარდაფები დაცული იყოს დატბორვისგან; განახლდა საკონცერტო დარბაზთან ასასვლელი კიბეები. უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია ლითონის მოაჯირების მონტაჟი, რომელიც დამზადების პროცესშია. ასევე, დაიწყება ტერიტორიაზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები