მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მურმან მარგველაშვილი - ბუნებრივი იქნება, რომ ელ.ენერგიის ტარიფი გაიზარდოს

5fdcb617ccaaf
ინგა მურუსიძე
18.12.20 19:06
633

2017 წელს სემეკის მიერ სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა წელს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია? - ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც კიდევ ერთი დამატებითი კითხვა მოჰყვება - თუ გაძვირდება დენის ტარიფი, რამდენით? ენერგეტიკოსები უფრო მეტად ტარიფის ზრდას პროგნოზირებენ.

„ანალიტიკის“ ეთერში გადაცემის სტუმარმა, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა თქვა, რომ ტარიფი სავარაუდოდ, უნდა გაიზარდოს და თუ ასე არ მოხდა, გამოდის, რომ შესაბამისი თანხები ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს.

„ჩვენ გვაქვს კვლევა გაკეთებული, რომლის მიხედვითაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ელექტრობის ტარიფები დანარჩენ ყველაფერთან შედარებით გაიაფებულია 20%-ით. ბუნებრივი იქნება, რომ ეს ზრდა მოხდეს. გარდა ამისა, დაგროვილია გადავადებული ინვესტიციები და დაგროვილი ზარალი კომპანიების. არის ასევე შემცირებული მოხმარება ელექტრო ნერგიის, იმასთან შედარებით, რაც კოვიდის გამო იგეგმებოდა. უმეტესობა ამ ფაქტორებისა მიანიშნებს, რომ ტარიფი სავარაუდოდ უნდა გაიზარდოს. თუ არ გაიზარდა, ეს იქნება მაჩვენებელი, რომ ჩვენ გადასახადს ვიხდით, ოღონდ ბიუჯეტით, ან რაიმე სხვა არასწორი ფორმებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებაა მისაღები, ან უნდა ვიყოთ კეთილი მთავრობის შემყურე საწყალი მოსახლეობა, რომელიც ვიღაცის იმედად არის, ან უნდა მოვითხოვოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, შემოსავლების ზრდა და ტარიფების დათვლა რეალურ სიდიდეზე.