მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება... მთავარ პრობლემად გზა რჩება - სასტუმრო თუშეთიდან

6482d9fa36eb2
თინათინ ნატმელაძე
09.06.23 12:23
901
თუშეთში ზამთარი სულ ახლახანს დასრულდა, აქაურ სოფლებში მისასვლელი გზაც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და როგორც ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო "კესელოს" დამფუძნებელი ნანი არშაულიძე "საქმიან დილაში" ყვება, ეს ადგილობრივების მთავარი გამოწვევაა, რადგან გაუმართავი გზა გადაადგილების პრობლემასთან ერთად ტურისტების ნაკადსაც აჩერებს.

"გზა მხოლოდ ახლა გაიხსნა, მთელი ზამთრის მანძილზე ჩაკეტილია, ეს ყველაზე დიდი სირთულეა თუშეთში მცხოვრები ადამიანებისთვის, სასტუმროს მუშაობაზე ზედმეტია ლაპარაკი, გადაადგილებაც არ შეგვიძლია. სტუმრების მიღებას ამ პერიოდიდან ვიწყებთ, უკვე შეკვეთები მივიღეთ და იმედი გვაქვს, რომ მუშაობა იქნება, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდის შემდეგ. ძირითადად ამერიკელები, ინგლისელები, ჩეხები, პოლონელები გვსტუმრობენ, შარშან უკრაინელებიც გვსტუმრობდნენ. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, თუმცა მთავარ პრობლემად გზა რჩება, მუდმივი კონტროლია საჭირო", - აცხადებს ნანი არშაულიძე.

მისივე ცნობით, თუშეთში ელექტროენერგიის პრობლემაცაა, სწორედ ამიტომ, აქ ყველა სასტუმროს მზის პანელები და წყლის გამაცხელებლები აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები