მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აჭარაში ტურისტების რაოდენობა 60%-ით შემცირდა -გურამ ბაღდოშვილი

64c3ff5c047a3
ალა ისპირიანი
28.07.23 23:00
4539
შეფ-მზარეულმა, რესტორნების ქსელის დამფუძნებელმა გურამ ბაღდოშვილმა, მიმდინარე წელს ტურისტულ ნაკადებზე BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. მისი თქმით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა 60 პროცენტით არის შემცირებული.

„ის ციფრი რომელიც ჩამოთვლილი იყო და გაჟღერებული ძალიან ეჭვი მეპარება. არ არის გამორიცხული ადამიანების შემოდინებები იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აჭარაში კიდევ ერთი საზღვარია, რომელსაც თურქეთი ჰქვია და შეიძლება თურქეთი იყოს წელს სატრანზიტო ქვეყანა. ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის და ერთი ორი დღე თუ გაჩერდება და მერე მიდის თურქეთში და იქ ისვენებს, იქ ხარჯავს დასასვენებელ თანხას.

აჭარაში დღეს ძალიან სუსტია ტურიზმი - შარშანდელთან შედარებით მინუს 50%-60%-ია. ძალიან ბევრ რესტორატორთან და რესტორნის მფლობელებთან ვისაუბრე და სამწუხაროდ ტურისტები წელს არ არიან", - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა და დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში შემოსული ადამაინები ტურისტებად არ ითვლებიან, რდაგან ისინი უკვე დამკვიდრებულები არიან თბილისში და აჭარაში. უფრო მეტიც, მათ თავიანთი საკუთარი ბიზნესიც აქვთ

ცნობისთვის: აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ აჭარაში ამჟამად განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 მილიონ 200 ათასს აღემატება. მისი თქმით, ტურისტების მსგავსი მასშტაბური რაოდენობა სრულად შეესაბამება სეზონის დასაწყისში არსებულ გეგმებსა და მოლოდინებს. ვიზიტორთა ნაკადები და სტატისტიკა მზარდია როგორც 2022 წელთან, ასევე 2019 წელთან შედარებით.

ამასთან, ვიზიტების რაოდენობა სამიზნე ქვეყნებიდანაც გაზრდილია: გერმანია +12.3%, ისრაელი 25%, ლატვია +241.4%, ლიეტუვა +136%, ყაზახეთი +98.7%, ბრიტანეთი +41.2%, საუდის არაბეთი +31%, თურქეთი +51.1%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები