მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში სლავებმა ათასობით კომპანია გახსნეს და ზუსტად ვიცი, ისინი გადასახადებს არ იხდიან - ბაღდოშვილი

64bed812a732f
ალა ისპირიანი
25.07.23 00:00
3140
საქართველოში ათასობით კომპანიაა გახსნილი სლავების მიერ და გადასახადებს არ იხდიან - ამის შესახებ შეფ-მზარეულმა, რესტორნების ქსელის დამფუძნებელმა გურამ ბაღდოშვილმა, BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტების მონიტორინგი სახელმწიფოს მიერ არ ხდება.

"პრობლემა იმაშია, რომ დარწმუნებული ვარ, არცერთი მათგანი არ იხდის იმ გადასახადებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით ევალებათ, იმიტომ რომ იქ ადამიანები, რომ მიდიან ჩეკებს არავინ არ არტყამს. იყვნენ ჩემი ნაცნობებიც და ანგარიში არ მიუტანიათ. იქ მიდის თავიანთი შემოტანილი ფულის გაშავება, - სოლოლაკში ყოველ შემთხვევაში ეგეთი სიტუაციაა და ბათუმშიც არის ბევრი ეგეთი ინციდენტი. ჩემთვის აქვს მოყოლილი ჩემს ახლობლებს, რომლებიც მათ სტუმრობდნენ", - განაცხადა მან.

კითხვაზე, ხდება თუ არა მათი მონიტორინგი, ბაღდოშვილმა თქვა, რომ - არა.

"მაგის მონიტორინგი, რომ ხდებოდეს აუცილებლად ვინმე გამოაქვეყნებდა. ჟურნალისტებს ეგ არ გამოეპარებათ, მაგრამ ის ვიცით ზუსტად, რომ ათასობით კომპანიაა გახსნილი სლავების მიერ, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან", - განაცხადა მან.

რაც შეეხება მთის კურორტებს, ბაღდოშვილის თქმით, მას მთასთან შეხება აღარ აქვს და ვერ იტყვის არის თუ არა იქ მსგავსი ფაქტები: "მთაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან კაი ხანია მთას დავცილდი - ყოველწლიური ზარალი გვქონდა. ალბათ უკეთესი იქნება იმ ადამიანთან საუბარი, ვისაც იქ რესტორანი აქვს".

პრობლემის მოგვარების გზად გურამ ბაღდოშვილს იმ კომპანიების ფინანსური აუდიტის ამოღება მიაჩნია, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან.

"უპირველესად, დარეგისტრირებული კომპანიების ამოღება და მათი ფინანსური აუდიტი უნდა მოხდეს. ვფიქრობ, პრობლემა არ არის მათი ფინანსები სახელმწიფომ ამოიღოს, გააკონტროლოს შემოსული და გასული თანხები და ის თუ ბიუჯეტში რამდენს იხდიან", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები