მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმრო

სასტუმროების და ტურიზმის სექტორში ახალი დაკრედიტების გაცემა შეფერხებულია - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა.

2026 წლის ივლისის მდგომარეობით სასტუმროების და ტურიზმის სექტორზე სულ 2.78 მილიარდი ლარის სესხები არის გაცემული, რაც წლიურად 15%-ით, ანუ 494 მილიონი ლარით არის შემცირებული. ეს კი მაშინ, როდესაც მთლიანად ბიზნეს სექტორის დაკრედიტება 12%-ით არის გაზრდილი, ეს კი ნიშნავს, რომ ბანკები სასტუმროების პროექტების ნაცვლად უფრო მეტად სხვა სექტორების დაფინანსებაზე არიან ორიენტირებული.

ვადაგადაცილებული სესხების მიმართულებით კი 2.78-მილიარდიანი პორტფელიდან 130 მილიონი ლარი განეკუთვნება 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულ კრედიტებს, რაც 4.7%-ის ვადაგადაცილებას ნიშნავს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ერთი წლის წინ ამ სექტორის ვადაგადაცილების მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო და პორტფელის 3%-ს შეადგენდა.

2026 წლის ივლისის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:

სექტორი საკრედიტო პორტფელი - მლნ ლარი ზრდა/კლება
უძრავი ქონების დეველოპმენტი 5,090 19%
სერვისი 4,536 13%
უძრავი ქონების მენეჯმენტი 4,507 26%
სოფლის მეურნეობის სექტორი 3,903 9%
ენერგეტიკა 3,181 30%
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,884 20%
სასტუმროები და ტურიზმი 2,781 -15%
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,105 -3%
ვაჭრობა (სხვა) 2,072 -8%
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,846 1%
საფინანსო ინსტიტუტები 1,408 14%
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,205 16%
ჯანდაცვა 1,024 -27%
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 983 26%
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 961 4%
წარმოება (სხვა) 930 4%
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 842 724%
მათ შორის: ექსპორტიორები 840 18%
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 797 6%
მძიმე მრეწველობა 733 -10%
სხვა 702 63%
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 617 -8%
ავტომობილების დილერები 334 -6%
საბითუმო ლომბარდი 288 13%
ტელეკომუნიკაცია 271 -4%
ფარმაცევტიკა 264 32%
სახელმწიფო ორგანიზაციები 43 18%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები