მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის რომელ სექტორებშია ყველაზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი?

სასტუმროები

ბიზნესის დაკრედიტება ერთწლიან ჭრილში 12%-ით, 48 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ კომერციული ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილ 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით საკრედიტო პორტფელის დეტალური სტატისტიკიდან ირკვევა.

დოკუმენტის თანახმად, ამ სესხებიდან 91 დღეზე მეტად ვადაგაცილებულია 938 მილიონი ლარის კრედიტები, რაც მთლიანი პორტფელის 1.96%-ია. წლიურად ვადაგადაცილებული სესხების წილი 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

რაც შეეხება სექტორებს, ბანკებისთვის ყველაზე ურისკოა ისევე ბანკებზე თანხების გასესხება, რადგან ბანკთაშორისი კრედიტების ₾161-მილიონიან პორტფელში ვადაგადაცილებულია 0 ლარის სესხები. ასევე დაბალი ვადაგადაცილებაა საბითუმო ლომბარდების სექტორში (ლომბარდების მიერ აღებულ საბანკო კრედიტებში), ასევე სხვა საფინანსო ორგანიზაციების კრედიტებში. კიდევ ერთი სექტორი, რომელიც თითქმის ნულოვანი ვადაგადაცილებით გამოირჩევა არის ენერგეტიკის სექტორი.

ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება კი ფიქსირდება ჯანდაცვის სექტორში, სადაც პორტფელის 5.3%-ია ვადაგადაცილებული, მეორე ადგილზეა სასტუმროები და ტურიზმი 5.07%-ით, მესამეზე კი ფარმაცია 4.86%-ით.

ბიზნეს სექტორის კრედიტები ვადაგადაცილების მიხედვით:

სექტორი მთლიანი საკრედიტო პორტფელი - მლნ ლარი ვადაგადაცილების წილი
ჯანდაცვა 1044 მილიონი ლარი; 5.30%
სასტუმროები და ტურიზმი 2636 მილიონი ლარი; 5.07%
ფარმაცევტიკა 269 მილიონი ლარი; 4.86%
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 971 მილიონი ლარი; 4.22%
ვაჭრობა (სხვა) 2086 მილიონი ლარი; 3.84%
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1209 მილიონი ლარი; 3.82%
სოფლის მეურნეობის სექტორი 3925 მილიონი ლარი; 2.59%
მათ შორის: ექსპორტიორები 821 მილიონი ლარი; 2.55%
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2118 მილიონი ლარი; 2.15%
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2872 მილიონი ლარი; 1.90%
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1881 მილიონი ლარი; 1.82%
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 800 მილიონი ლარი; 1.81%
უძრავი ქონების დეველოპმენტი 5381 მილიონი ლარი; 1.76%
წარმოება (სხვა) 932 მილიონი ლარი; 1.59%
მძიმე მრეწველობა 723 მილიონი ლარი; 1.44%
სერვისი 4522 მილიონი ლარი; 1.36%
სხვა 729 მილიონი ლარი; 1.35%
უძრავი ქონების მენეჯმენტი 4526 მილიონი ლარი; 1.23%
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 616 მილიონი ლარი; 0.88%
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 973 მილიონი ლარი; 0.87%
სახელმწიფო ორგანიზაციები 43 მილიონი ლარი; 0.29%
ავტომობილების დილერები 373 მილიონი ლარი; 0.27%
საფინანსო ინსტიტუტები 1405 მილიონი ლარი; 0.06%
ტელეკომუნიკაცია 282 მილიონი ლარი; 0.01%
ენერგეტიკა 3158 მილიონი ლარი; 0.01%
საბითუმო ლომბარდი 281 მილიონი ლარი; 0.00%
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 162 მილიონი ლარი; 0.00%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები