მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" - ჯანდაცვის მინისტრი დღეს რეფორმებს დააანონსებს

5db5a71ab8369
BM.GE
28.10.19 09:50
2505
დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაციას - "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" გამართავს.

ღონისძიებას, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაცია საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონშია დაგეგმილი.