მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

My.ge-ს დამფუძნებლებმა კომპანია დატოვეს

615d68a5935b3
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.21 13:16
11149
"დაახლოებით, 18 წლის ისტორიის შემდეგ დავტოვეთ My.ge" - ამ განცხადებას ონლაინვაჭრობის სფეროში საქართველოში მოქმედი კომპანია My.ge-ის დამფუძნებელი კახა გიგიტელაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

BM.GE-მ აღნიშნული ინფორმაცია კომპანიაშიც გადაამოწმა, სადაც დამფუძნებლების კახა და ლაშა გიგიტელაშვილების კომპანიიდან გასვლის ფაქტს ადასტურებენ.

კახა გიგიტელაშვილი Facebook-პოსტში კომპანიის 100%-იანი წილის დღევანდელ მმართველს „თიბისის“ გუნდს მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.

„უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მილიონობით მომხმარებელს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა კომპანიის განვითარებაში. თქვენი იდეები, თანადგომა, რჩევები გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს მაი.ჯი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა, არის საქართველოში ციფრული სამყაროს უნიკალური პლატფორმა და უმარტივებს ცხოვრებას მილიონობით ინტერნეტმომხმარებელს.

გვინდა მადლობა მოგახსენოთ მაი.ჯი-ს გუნდის თითოეულ წევრს, რომელთანაც მოგვიწია თანამშრომლობა ამ პერიოდის განმავლობაში. კომპანია თქვენთან ერთად იზრდებოდა და თქვენ ხართ მთავარი მიზეზი მაი.ჯი-ს წარმატების. ეს იყო დაუვიწყარი თავგადასავალი და თითოეულ თქვენგანს გულითად მადლობას მოგახსენებთ. გვჯერა რომ მაი.ჯი-ს გუნდი ნამდვილად ყველაფერს შეძლებს. წარმატებები თქვენ!

მადლობა TBC - თიბისი გუნდს, რომელმაც გამოხატა ნდობა კომპანიის მიმართ და დარწმუნებული ვართ, ამ გუნდთან ერთად კომპანია მრავალ დიდ წარმატებას მიაღწევს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

საუკეთესო სურვილებით,
Lasha Gigitelashvili და კახა“, - წერს My.ge-ის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, საქართველოში ციფრული კომერციის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა My.ge 2003 წელს ლაშა და კახა გიგიტელაშვილებმა აამოქმედეს და მას ყოველთვურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. MY.GE ამ ეტაპზე 9 ვებგვერდს -  Mymarket, Myauto, Myhome.Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mysports, Mystartups აერთიანებს.

"თიბისი ბანკის ჯგუფმა" My Group-ის საკონტროლო პაკეტი 19 მლნ ლარად 2019 წელს იყიდა. მაშინ ითქვა, რომ "თიბისის" ჰქონდა უფლება, ტრანზაქციის ფარგლებში, გარკვეული პირობებით, დარჩენილი 35%-იც გამოესყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები