მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მზესუმზირას” ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10 000 ლარით დააჯარიმეს

5f1957d09e3d6
BM.GE
23.07.20 13:25
2659
“მზესუმზირას” ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10 000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ მათ მიერვე გავრცელებულ Facebook პოსტშია ნათქვამი.

“ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, არ დავაჯრიმდებოდით”,- ნათქვამია განცხადებაში.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

“ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც სამწუხარო ინფორმაცია უნდა გაცნობოთ.

მიუხედავად ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვისა, რომელიც 29 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროში, მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაგვაცნეს, რომლის მიზანი, მათივე თქმით, არსებული რეგულაციების შემსუბუქება იყო, 17 ივლისის გამართულ ღონისძიებაზე, კომუნა მზესუმზირა მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით.

მიზეზი არის შემდეგი, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, არ დავაჯრიმდებოდით.

ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ვაპირებთ სასამართლოს გზით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.

იქამდე კი 24 ივლისის ივენთი გაუქმებულია.

ბილეთების დაბრუნების მსურველებმა მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

მსურველებს ასევე შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ბილეთი, ჩვენი მომდევნო ივენთისათვის.

მსგავსი შერჩევითი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინდუსტრიის არსებობას, რაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია!

უახლოეს დღებში ქართული კლუბები და მუსიკალური ფესტივალები გავავრცელებთ საერთო განცხადებას.
გვიყვარხართ და გვჯერა, რომ მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს”,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები