მზესუმზირას მწარმოებელი ბრენდი "მურაჩას მზესუმზირა" სულ რამდენიმე დრეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებელს ორი სახის, სუნელებისა და აჯიკის გემოს გარჩეულ მზესუმზირას სთავაზობს.
როგორც BMG-ს ბრენდის დამფუძნებელმა ნინო მურაჩაშვილმა განუცხადა, პროდუქციის პირდაპირი კონკურენტი ბაზარზე არ არსებობს.
"წლებია, მსგავსი პროდუქციის მომხმარებელი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არსებულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის კონკურენტი არ არსებობს, ამას მოხმარებელიც კარგად ხვდება, რადგან ამ მცირე პერიოდში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა პროდუქციამ, იმედით ვართ სავსე", - დასძინა მან.
დამფუძნებლის თქმით, მიმდინარე წელს ბრენდმა 400 შეფუთვა აწარმოა და ეს რიცხვი მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ეტაპობრივად გაიზრდება.
"პირველი ეტაპისთვის 400 შეფუთვა ვაწარმოეთ, ვინაიდან პროდუქციამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, მიმდინარე წელს ამ რიცხვს გავზრდით, ამასთან, დიდი სურვილი გვაქვს შევიდეთ მაღაზიათა ქსელებში, რამდენიმე თავისით დაგვიკავშირდა, ამიტომ, სამომავლოდ "მურაჩას მზესუმზირას" აუცილებლად იხილავთ მაღაზიათა ქსელებში", - აღნიშნა მან.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ნინო მურაჩაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი წარმადობის გაზრდა და არსებული ბაზრის მოცვაა.
ცნობისთვის: სტარტაპი "მურაჩას მზესუმზირა" 4000 ევროს ინვესტიციით შეიქმნა, ბრენდის საწარმო სახლშია მოწყობილი და 2 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის შეძენა მომხმარებელს ბრენდის ონლაინ პლატფორმებზე და ლისის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია "მწვანე კალათაში" შეუძლია. 1 პაკეტის ღირებულება 4.9 ლარია.