მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მზეთამზე” პურის დედაზე გამომცხვარი პურის წარმადობას ზრდის

5fc8a9cf24a41
BM.GE
03.12.20 13:01
1109
პური “მზეთამზეს” მწარმოებელი კომპანია გემოვანი წარმადობას ზრდის.

მზეთამზე ერთადერთი ბრენდია საქართველოში, რომელიც ბუნებრივ საფუარზე ე.წ. პურის დედაზე დამზადებულ პურს ინდუსტრიულად აწარმოებს.

მიმდინარე თვეს კომპანიამ განაახლა საწარმოო დანადგარები და პურის ცხობის პროცესი მეტად ავტომატიზირებული გახადა, რამაც შესაძლებლობა მისცა მწარმოებლებს პურის დღიური წარმოება 2-ჯერ გაეზარდათ.

აქამდე ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პურის დიდი რაოდენობით წარმოება კომპანიის ერთერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან პურის დედის მომზადებას შესაბამისი პირობები და ხანგრძლივი პერიოდი ესაჭიროება.

მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, “მზეთამზემ” შეძლო, დაეხვეწა ბუნებრივი საფუარის მომზადების ტექნოლოგია, რამაც პურის წარმოების ზრდის შესაძლებლობა მისცა. ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად, გაუმჯობესდა პურის გემოვნური თვისებებიც.

“მზეთამზემ”, ასევე, განაახლა პროდუქტის შეფუთვაც და ამიერიდან მომხმარებლებს პური დახლებზე განახლებული ვიზუალით დახვდება.

აღსანიშნავია, რომ “მზეთამზე” წარმოებაში ქართული ენდემური ჯიშების ხორბლის ფქვილს იყენებს. მაგალითად, ესენია: ლომთაგორა, დოლი და სხვ.; გარდა ამისა, ყველა სახეობის ხორბლის პურს ერთერთ ინგრედიენტად დაემატა ყურძნის წიპწის ფქვილი – ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “მზეთამზე” ერთადერთი პურია ქართულ ბაზარზე, რომელიც არამხოლოდ ჯანსაღი, არამედ სასარგებლოც არის.

“მზეთამზეს” შეძენა ამ ეტაპზე მომხარებლებს თბილისსა და რუსთავში, 600-მდე ქსელურ სუპერმარკეტში შეუძლიათ. უახლოეს მომავალში იგეგმება ქსელის გაფართოებაც.

პური “მზეთამზეს” მწარმოებელი კომპანია “გემოვანის” წილი 2020 წელს საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალმა შეიძინა და მის განვითარებაზე აქტიური ზრუნვა დაიწყო.