მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: 122 საწარმო შევამოწმეთ და დიდი შენიშვნები არ გვაქვს

5e903e927194d
ინგა მურუსიძე
10.04.20 13:55
668
122 საწარმო შევამოწმეთ, რომელიც არ გაჩერებულა და დიდი შენიშვნები არ გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საწარმოებმა მოკლე ვადებში შეძლეს ახალ სტანდარტებზე მორგება და უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაკმაყოფილება.

"საწარმოების ინსპექტირება მიმდინარეობს გეგმაზომიერად. დღევანდელი მონაცემებით, 122 საწარმო იქნა ინსპექტირებული. ესენი არის საწარმოები, რომლებიც არ გაჩერებულან. დიდი შენიშვნები არ გვაქვს, რადგან მათ სწრაფად შეძლეს მორგება ახალ პირობებზე და უსაფრთხოების დაცვა. 58 საწარმო იყო და სამშენებლო კომპანია, რომელიც ჩართული იყო სამუშაოებში და მათ შეუჩერდათ საქმიანობის უფლება, ახლა მოგვმართეს ამ უფლების აღდგენისთვის. სამწუხაროდ, მათგან 20 კომპანიას ჰქონდა ხარვეზები და ვერ მიიღეს ეს უფლება, თუმცა მათ განემარტათ, რა ხარვეზები აქვთ და რა უნდა გამოასწორონ. ეს პროცესი მიმდინარეობს გეგმაზომიერად", - განაცხადა ნათია თურნავამ.